for english version click here

რას აკეთებთ?

“ხარახურა” არტისტებისა და მკვლევარებისგან შემდგარი მცირე კოლექტივი და გამომცემლობაა, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი ბეჭდური კულტურის განვითარებას. ბეჭდვასთან ერთად კი, ვაწყობთ ღონისძიებებს, იქნება ეს სკეჩინგ შეხვედრები, მოხსენებები, ვორქშოპები თუ ფილმის ჩვენებები. ხანდახან ვყიდით პრინტებს და სხვა ნაბეჭდ ნივთებს


 
რას ბეჭდავთ?


კომერციულ შეკვეთებთან ერთად, ჩვენ ასევე ვბეჭდავთ საკუთარ და კოლაბორაციულ ნამუშევრებს. ბეჭდვისთვის ძირითადად ვიყენებთ რიზოგრაფს, თუმცა ცოტა ხნის წინ შემოგვემატა ა3 ზომის ლაზერული და ა4 ზომის ჭავლური პრინტერები. 

ვბეჭდავთ მცირე და საშუალო ზომის პუბლიკაციებს, ზინებს, პოსტერებს, პოსტკარდებს, ბარათებს, ა.შ. 

რიზოგრაფზე ბეჭდვის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი გზამკვლევი.




ქსოვილზე ან ჭიქებზე ბეჭდავთ?

არა, მხოლოდ (არაპრიალა) ქაღალდზე :)



მინდა შეკვეთა, როგორ დაგიკავშირდეთ?

მოგვწერეთ ინსტაგრამზე (@xaraxura.press) ან იმეილზე (xaraxura.tbs@gmail.com). 



რა ღირს ბეჭდვა?

ყველა შეკვეთის საფასური ანგარიშდება ინდივიდუალურად გამოყენებული ფერების, გვერდების რაოდენობის და ტირაჟის მიხედვით. შესაბამისად, ფასს შეკვეთის მიღების პროცესში დაგითვლით. 


პ.ს. მომავალში გამოვაქვეყნებთ მიახლობითი ფასების შაბლონს, ტირაჟის და გამოყენებული ფერების მიხედვით. 



როგორ ავაწყო საბეჭდი ფაილი?


თუ რიზოგრაფზე დაბეჭდვა გსურთ, გადაიკითხეთ ჩვენი გზამკვლევი და გადახედეთ ჩვენს რესურსების ბიბლიოთეკას.. დამატებითი შეკითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ, ყველანაირად შევეცდებით დაგეხმაროთ. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ საბეჭდი პროდუქტის დიზაინის შექმნის სერვისიც. 


პ.ს. ყველა ფურცელი, რომელიც რიზოში შედის არის ა3 ზომის (მაქსიმუმ), ასე რომ, თქვენი დიზაინი უნდა განათავსოთ ა3 ფორმატზე. 




რას ყიდით და როგორ ვიყიდო?


ვყიდით ჩვენს დაბეჭდილ პოსტერებს, ზინებს, ბარათებს, ბლოკნოტებს და, ა.შ. შეძენა შეგიძლიათ ჩვენს სტუდიოში (დროის წინასწარ შეთანხმებით), ონლაინ (მოწერით), გამოფენა-გაყიდვებზე (როცა ვაანონსებთ), მომავალში კი უკვე მეგობარ მაღაზიებშიც, რომელთა ჩამონათვალსაც მალე გაგიზიარებთ. 



ღონისძიებას როგორ დავესწრო?

ჩვენი სტუდიო მდებარეობს ნინო ჩხეიძის 36-ში, გერმანიის საელჩოს გვერდით. ღონისძიებებზე დასწრება უმეტესად თავისუფალი და უფასოა, თუმცა რიგ შემთხვევაში ღონისძიების აღწერაში მითითებული იქნება სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეთ. თუ ღონისძიება ფასიანია, ამასაც აღწერაში იხილავთ. 



რა არის სამუშაო დროები?


ფიქსირებული სამუშაო საათები არ გვაქვს, მაგრამ კვირის უმეტეს დღეებში 12-დან 6-მდე ადგილზე დაგხვდებით. უმჯობესია ვიზიტის დრო წინასწარ შეგვითანხმოთ, რადგან გვსურს რომ ყველა სტუმარს სათანადო დრო დავუთმოთ, რაც სამუშაო-ბეჭდვითი დუღილის დროს შეუძლებელია :) 



რამდენი დრო სჭირდება შეკვეთის დამზადებას?


შეკვეთის დამზადების დრო დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი და რა ზომის შეკვეთა გვაქვს ნებისმიერ მომენტში. ზოგადად, თუ ნამუშევარი არა-მონოქრომულია, მის დაბეჭდვას 2 დღე მაინც სჭირდება. თუ დიდტირაჟიანი შეკვეთა გაქვთ, მის დაბეჭდვას და აკინძვას შეიძლება 2 კვირამდე დასჭირდეს. ზუსტი დეტალებისთვის, მოგვწერეთ. 





როგორ განვათავსო ნამუშევრები ხარახურას მაღაზიაში?


ჩვენს მაღაზიაში უმეტესად ჩვენი ნაწარმი გვაქვს, თუმცა თუ სურვილი გაქვთ, რომ თქვენი სტიკერები ან პოსტერები მაღაზიაში განვათავსოთ ან გამოფენა-გაყიდვებზე გავიტანოთ, შეგვეხმიანეთ. თქვენთვის ხელსაწყობ პროცენტულ განაკვეთს უშუალოდ თქვენთან კომუნიკაციის პროცესში დავაგდენთ. 





ღონისძიების დაგეგმვა მინდა, შეიძლება თქვენს სივრცეში გავაკეთო?

კი, შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის შემოქმედებითი შეკრება, დისკუსია, ჩვენება ან მცირე გამოფენა ჩვენთან მოაწყოთ. მოგვწერეთ და დეტალები ერთად გავიაროთ :)