Contact
Nino Ckheidze Street No. 36


Xaraxura Press


community space, risograph printshop and publishing in Tbilisi, GE / საზიარო სივრცე, რიზოგრაფ სტუდია და გამომცემლობა თბილისში

ხარახურა პრესი არის დამოუკიდებელი საგამომცემლო სივრცე, რომელიც 2023 წელს დაარსდა მკვლევარების, ხელოვანებისა და დიზაინერების – გიორგი კიკორიას, მარიამ კახნიაშვილისა და ანა მიქაძის მიერ. 2023 წლის აგვისტოდან ხარახურა საზოგადოებისთვის ღია სივრცედ იქცა, ჩამოყალიბდა როგორც სახელოვნებო კოლექტივი რომელიც ხელს უწყობს ექსპერიმენტულ ბეჭდვას, რადიკალურ გამომცემლობასა და დისციპლინათაშორის თანამშრომლობას.

ხარახურა პრესი  მიზნად ისახავს ხელოვანების მხარდაჭერას და ბეჭდური მედიის პოპულარიზაციას. სივრცე ერთდროულად ფუნქციონირებს როგორც რიზოგრაფიული სახელოსნო და პლატფორმა მცირე ტირაჟიანი პუბლიკაციებისთვის, სამუშაო შეხვედრებისთვისა და საჯარო პროგრამებისთვის. კოლექტიური ცოდნის გაზიარების ძლიერი ფოკუსით, ხარახურა პრესი ხელახლა განსაზღვრავს გამომცემლობას, როგორც კრიტიკული დისკურსის, შემოქმედებითი წინააღმდეგობისა და თანაავტორობის ინსტრუმენტს.